ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

2022 წლის 1 მაისიდან ხორვატიის საზღვრის კვეთაზე COVID-19 პანდემიის გამო დაწესებული ზომები გაუქმებულია.

„გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ: ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი ოდენობის თანხა ხორვატიაში ყოფნის პერიოდში“, – ნათქვამია უნგრეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები