თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხადებს

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხადებს

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2021-2022 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს.

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერება თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდება 2022 წლის 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.

საკონკურსო ტექსტს აუცილებელია ახლდეს შემდეგი წარწერა: “დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის“

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 13 მაისი.

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. საუკეთესო ბლოგები შევა თბილისის წიგნის XXIV საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში და გამოქვეყნდება ფესტივალის ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge

„წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და ონლაინ მაღაზია VELI.store დამეგობრდნენ. ამ სიახლის აღსანიშნავად VELI.store-მა სამი საუკეთესო ბლოგის ავტორისათვის პრიზები დააწესა – ვაუჩერები, რომლითაც გამარჯვებულები ონლაინ პლატფორმა www.veli.store-ზე შეძლებენ წიგნების შეძენას. სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაიზარდა საპრიზო თანხებიც:

I ადგილი – 250 ლარი;

II ადგილი – 150 ლარი;

III ადგილი – 100 ლარი.

მონაწილეობის მისაღებად ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@gpba.ge, არაუგვიანეს 13 მაისისა, უნდა გამოაგზავნოთ:

  • ბლოგის ბმული (რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქზე, ნოუთის სახით);
  • ბლოგის ავტორის სახელი, გვარი;
  • ბლოგის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი“, – ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები