ქართველი დიზაინერი ბარსელონადან, რომლის ნამუშევრებითაც მსოფლიო ვარსკვლავები ინტერესდებიან

ვიდეობლოგის სტუმარი ესპანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ლელი ცისკარაულია. მისი შექმნილი ნამუშევრები ცნობილი ჟურნალისტებისა და მსახიობების, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების სახლებში გვხვდება (მათ შორისაა, ლიონელ მესი, იკერ კასილასი და ჯორდი ალბა). Decosweetbcn-ის ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი ახალშობილის ოთახის აქსესუარები ესპანეთში და არა მარტო, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა პროდუქტის დიზაინი დიდი შრომისა და სიყვარულის შედეგად იქმნება, ექსკლუზიური ნამუშევრები ნატურალური ქსოვილებით მზადდება და ხელით იქარგება.

ლელი 14 წელია ბარსელონაში ცხოვრობს. საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამხატვრო დიზაინის განხრით დაასრულა. 22 წლისამ გადაწყვიტა ბედი ევროპაში ეცადა და ესპანეთს მიაშურა. პირველი პერიოდი რთული იყო, თუმცა ენის შესწავლის შემდეგ, უნივერსიტიტში ჩააბარა და დიზაინის განხრით მაგისტრი გახდა. გარკვეული პერიოდი დიზაინერად სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა, მოგვიანებით კი, საკუთარი ბრენდი შექმნა და წარმატებაც მალე მოვიდა. როგორია ქართველი დიზაინერის გზა წარმატებისკენ, ამის შესახებ ლელი ბლოგში საუბრობს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები