“Publishing Perspectives” ივა ფეზუაშვილის შესახებ წერს

„და აი, ისიც, ამერიკული Publishing Perspectives დილას ივა ფეზუაშვილის წარდგენით იწყებს თავისი მრავალათასიანი მკითხველისთვის, რომლებიც განისაზღვრება ჩვენი სფეროს პროფესიონალებითა და მკითხველებით მთელი მსოფლიოდან„ – ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა ავრცელებს.

ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა – ივა ფეზუაშვილის წიგნი „ბუნკერი“ ევროპის ლიტერატურულ პრიზზე მწერალთა სახლმა წარადგინა. 2019 წელს ამავე პრიზის მფლობელი ბექა ადამაშვილი გახდა, რომელიც კონკურსზე ასევე მწერალთა სახლის მიერ იყო წარდგენილი.

ივა ფეზუაშვილის ბოლო რომანში “ბუნკერი” ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში.რომანს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა. 2021 წელს კი წიგნს ქართულ ლიტერატურაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსიისათვის ლიტერატურული პრემია „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სპეციალური პრემია მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები