კონსერვატორიაში იანო ალიბეგაშვილის მასტერკლასები გაიმართება

27 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი.  ეს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მისი მეორე ვიზიტია კონსერვატორიაში, ვიზიტი ამჯერად ხორციელდება პროექტ “კონსერვატორიელები კონსერვატორიისთვის” ფარგლებში.

მასტერკლასები ჩატარდება საოპერო მომზადების მიმართულების სტუდენტებთან კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმსა და კამერულ დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პროექტ “კონსერვატორიელები კონსერვატორიისთვის” ფარგლებში მორიგ მასტერკლასებს მართავს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი გიორგი ქობულაშვილი. (ჰობოი, კამერული ანსამბლის მიმართულება)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები