,,ჩემთვის მუსიკა მთელი ცხოვრებაა“ – იტალიაში  მოღვაწე მევიოლინე და მომღერალი

ვიდეობლოგის სტუმარი ქეთევან აბიათარია – იტალიაში  მოღვაწე მევიოლინე და მომღერალი (სოპრანო). ის ამჟამად როსინის სახელობის ფილარმონიული ორკესტრის (იტალია), ტიროლის (ავსტრია) საფესტივალო ორკესტრის, სიმებიანი ტრიო -“კაპიკიონის ” და ბაროკოს ანსამბლ -“სპონტინის აკადემიის” წევრია. პარალელულად კონსერვატორიის მეორე საფეხურზე,  ახალ პროფესიას  ბაროკოს სიმღერის მიმართულებით ეუფლება.

 “ნიჭიერთა ათწლედის” და თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, კარიერის გაგრძელება იტალიაში გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსოფლიო ახალგაზრდული ორკესტრში კონცერტმაისტერად მიიწვიეს. სწორედ ამ პროექტით რივა დელ გარდას ცნობილ ფესტივალზე ჩავიდა და იმდენად მოხიბლა იტალიამ, მალე სწავლის გასაგრძელებლად დაბრუნდა…

როგორია მისი შემოქმედებითი ცხოვრება ევროპაში, კარიერიერული სიახლეები და რამდენად უკავშირდება სამომავლო გეგმები საქართველოს – ამ და სხვა საინტერესო ამბებზე ინტერვიუში საუბრობს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები