ეროვნული კინოცენტრის ახალი პორტალი “ისტორია-კინო-ისტორია”

ეროვნულმა კინოცენტრმა გამართა ახალი კინოსაგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია სახელწოდებით “ისტორია-კინო-ისტორია”.

პორტალი შექმნილია ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპის” ფინანსური მხარდაჭერით და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო პროექტში ჩართულია, როგორც ლიდერი ქვეყანა.

ეროვნული კინოცენტრის პარტნიორები არიან: Cineteca Italiana (იტალია), The Film Space (დიდი ბრიტანეთი) და the National Cinèmatheque of Serbia (სერბეთი).

კინოსაგანმანათლებლო პორტალი “ისტორია-კინო-ისტორია” ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები