ცურვის საერთაშორისო ტურნირზე ნოე ფანცხავამ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთში მიმდინარე ცურვის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა ნოე ფანცხავამ ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.

ნოე ფანცხავამ 200 მ გულაღმა სტილით ცურვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა (2:04.55). მან ამ შედეგით მისთვის სარეკორდო, 725 ქულა დააგროვა და წელს გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ერთ-ერთ ფავორიტად სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები