საჩუქარი უკრაინელ ბავშვებს – „თვეზე მეტია აქ ვიმყოფებით, ჩვენი ბავშვებისთვის მუდმივად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და Cavea სითი მოლის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვებისთვის, „ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის უფასო კინო – ჩვენება გაიმართა. ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილის კინოჩვენებას 100-მდე უკრაინელი ბავშვი მშობლებთან ერთად დაესწრო. სტუმრებს Cavea სითი მოლის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

“ჩვენ უკრაინელი ტურისტები ვართ, ჩვენს ქვეყანაში ომის დაწყების დროს საქართველოში ვიმყოფებოდით,  გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ასე ართობთ ჩვენს ბავშვებს, გვეპატიჟებით სხვადასხვა ღონისძიებებზე, ჩვენ ვიმყოფებოდით თეატრში, მთაწმინდის პარკში სადაც ყველა ატრაქციონი უფასო  იყო ბავშვებისთვის და ახლა დაგვპატიჟეს ჰარი პოტერის პრეზენტაციაზე საჩუქრებით და ლამაზი დეკორაციებით. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის” –  უკრაინელი ტურისტი ტატიანა ტურინა.

„ჩვენ უკრაინიდან ვართ, უკვე თვეზე მეტია აქ ვიმყოფებით, ჩვენი ბავშვებისთვის მუდმივად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, რაც  ბავშვებს ძალიან აბედნიერებთ” უკრაინელი ტურიტი ირინა უჩინკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები