დავით ხარატიშვილი სტენფორდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებმა მიიღეს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, დავით ხარატიშვილი სტენფორდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებმა (Wharton School) მიიღეს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

დავითს მოწვევა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე (MBA) აქვს ორივე უნივერსიტეტიდან. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამები მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და კონკურენტულია. მსოფლიოს MBA პროგრამების რეიტინგში სტენფორდი პირველ ადგილზეა, ხოლო ვორტონი – მეორეზე. ამასთან სტენფორდი ყველაზე შეზღუდული რაოდენობის სტუდენტს იღებს.დავითმა თავისუფალი უნივერსიტეტი 2019 წელს Top GPA-ით დაამთავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები