ჟურნალში “MAGMA” საქართველოს შესახებ წერს

მაღალტირაჟიან ჟურნალში “MAGMA” დაიბეჭდა სტატია სათაურით “მწვერვალი უშბა – კავკასიის დედოფალი – საქართველო/სვანეთი”, რომელშიც მოთხრობილია 6 თურქი მთამსვლელის წარმატებული ექსპედიცია სვანეთში და მათ მიერ პირველად მწვერვალ უშბას დალაშქვრის ისტორია.

სტატიის ავტორი, აღფრთოვანებით აღწერს სვანეთის და ზოგადად, საქართველოს თვალწარმტაც და შთამბეჭდავ ბუნებას, ასევე, ხაზს უსვამს ქართველი ერის განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას.

„მოხარული ვარ, რომ თურქული გამოცემები აგრძელებენ საქართველოს შესახებ პუბლიკაციების მომზადებას, რომელშიც ყოველთვის პოზიტიურ ჭრილშია გადმოცემული ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები, ტურისტული პოტენციალი და სხვ.

ვსარგებლობ შემთხვევით და ჩემი და საქართველოს საელჩოს სახელით, გულითად მადლობას ვუხდი სტატიის ავტორს გაწეული ძალისხმევისთვის, გამოხატული ინტერესისა და კეთილგანწყობისათვის“, – ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის იორგი ჯანჯღავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები