ირმა ხეცურიანი სან-პაულოს მსოფლიო თასის ვერცხლის მედლის მფლობელია

სან-პაულუში  მიმდინარე  მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ეტლით ფარიკაობაში, რაპირით  ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა მეორე მედალი მოიპოვა.

ფინალში  მან ბრძოლა ტაილანდელ იანა სუზანთან დათმო, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი  აიღო.

შეგახსენებთ, რომ ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი  ამავე ტურნირის  ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები გუნდი შეჯიბრს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები