ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი ეთნომუსიკოლოგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს

ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი ეთნომუსიკოლოგი, მელბურნის უნივერსიტეტის საპატიო წევრი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის საზღვარგარეთის ბიუროს ხელმძღვანელი, იოსებ ჟორდანია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

„ბატონ იოსებს არასოდეს აკლდა საერთაშორისო ჯილდოები, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ფუმიო კოიცუმის პრემია ევოლუციურ მუსიკოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის (2009). მისასალმებელი ფაქტია, რომ ცნობილ ქართველ ეთნომუსიკოლოგს სამშობლომაც დაუფასა ღვაწლი.

ვულოცავთ ბატონ იოსებს დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლესა და ახალ წარმატებებს!“, – ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები