რომში ლინგვისტიკის ლიცეუმის სტუდენტებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ასოციაცია Global Action Italy-ის პროექტის – Diplomacy Education ფარგლებში, რომის სან ჯუზეპე დელ კაბურლოტოს ინსტიტუტს ეწვივნენ, სადაც ლინგვისტიკის ლიცეუმის სტუდენტებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ; განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ქართული ენისა და დამწერლობის მიმართ. მსმენელები გაეცნენ პოლიტიკის, ეკონომიკის და საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებს, თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

პროექტის Diplomacy Education ინაუგურაცია, რომელსაც მხარს უჭერენ რომში წარმოდგენილი გაეროს ორგანიზაციები, 2018 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო სამინისტროში შედგა. პროექტის მიზანია რომის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა შორის საერთაშორისო პოლიტიკური პროცესებისა და კონკრეტული სახელმწიფოების შესახებ ცოდნის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები