პარიზში მარო მაყაშვილის დღიურის ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება

20 აპრილს, საფრანგეთის დროით 18:00 საათზე პარიზში გაიმართება მარო მაყაშვილის დღიურის ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია.ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.მარო მაყაშვილის დღიური მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობამ Les éditions Meduza. მთარგმნელი: მაია გიორხელიძე.

წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.

მარო მაყაშვილი 19 წლის ასაკში, 1921 წლის 19 თებერვალს, კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.1921 წლის 25 თებერვალს თბილისი რუსულმა მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები