2 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი გაიმართება

2 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გაიმართება საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი. აკადემიური ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პატრიარქის სახელს ატარებს და მისი მიზანია საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას გააცნოს ქვეყნის კულტურა და უცხოეთში მოღვაწე სცენის ვარსკვლავები, მათ შორის ჩვენი თანამემამულეები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 6 საღამო; 3 დედაქალაქში და 3 საღამო თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

„ტრადიციულად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელთან, გამოჩენილ სოპრანოსთან იანო ალიბეგაშვილთან და ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველთან, ბრწყინვალე პიანისტთან ალექსანდრე კორსანტიასთან ერთად წელსაც შეირჩა აკადემიური შინაარსი, რომელიც, ვიმედოვნებ, დააინტერესებთ პროფესიონალური მუსიკალური ხელოვნების მოყვარულთ.

მადლობა მსურს გადავუხადო ყველა მონაწილეს, ვინც უნდა შექმნას ფესტივალის უახლესი ისტორია“, – განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა, მუსიკოლოგმა, ა(ა)იპ არტ პლიუსის თავმჯდომარემ მანანა ხვედელიძემ.

ფესტივალის  აფიშა-პროგრამა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები