მოლა ნასრედინისა და ქურდების ისტორია 1884 წლის “დროებიდან”

მოლა ნასრედინი XIII საუკუნის ფოლკლორული პერსონაჟი და ისლამური აღმოსავლური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო სატირული სუფი ფილოსოფოსია, რომელიც ცნობილი იყო მისი სასაცილო ისტორიებითა და ანეკდოტებით. ეს გონებამახვილული ისტორიები დღემდე პოპლუარულად რჩება. 

ერთ-ერთი ასეთი ამბის შესახებ 1884 წელს გაზეთი “დროება” წერდა:

მოლა ნასრედინი და ქურდები:

„ერთხელ ღამე ქურდებმა მოინდომეს მოლა ნასრედინის გაქურდვა. სახლის კედელი გახვრიტესდა მოლას საწოლ ოთახში შეიპარნენ. ნასრედინს არ ეძინა, მაგრამ თავი მოიმძინარა.

როდესაც ქურდებმა სულ ერთიანად, რაც კი სახლში იყო, მოხვეჭეს, მოლა ნასრედინა ნელა, მძინარე კაცსავით გადაგორდა ნაალიდამ. ქურდებს პირველად შეეშინდათ და გაქცევა მოინდომეს, – ეგონათ, მოლას გაეღვიძაო; მაგრამ როდესაც ნახეს, რომ იგი გაუნძრევლად ეგდო, გაეხარდათ და მისი ნაალიც, საბანიც და ბალიშიც აიღეს და წავიდნენ.

მოლა ნასრედინაც წამოდგა და უკან დაედევნა.

ქურდები მეიდანზე რომ გავიდნენ, შენიშნეს, ვიღაც მოსდევდათ. შეშინდნენ და ჰკითხეს:

– ვინა ხარ და საით მიდიხარ?

– თქვენ რომ ავეჯი მიგაქვთ მე მაგის პატრონი ვარ, – მიუგო მოლამ. – მკითხავთ, საით მივდივარ?! მგონი თქვენ სხვა სადგურში გადაგყევართ და აი მეც იქ მოვდივარ ჩემის ბარგი-ბარხანით.

ქურდებმა იქვე დასტოვეს ყველაფერი და მოჰკურცხლეს.

არა ნაკლებ გაკვირვებულმა მოლა ნასრედინამაც იქვე გაათია დანარჩენი ღამე“.

წყარო: მადათოვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები