ზურულდის მთაზე სამოყვარულო შეჯიბრი “ზურულდი 2022” პირველად გაიმართება

2 აპრილს, სვანეთში, მესტიაში, ზურულდის მთაზე  სამოყვარულო შეჯიბრი “ზურულდი 2022” პირველად გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მოყვარული მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. (მონაწილეთა ასაკი 18 +).

მონაწილეებსა და სტუმრებს დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილი მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები დახვდებათ; საღამო დასრულდება ღამის სრიალით.

ღონისძიების ორგანიზატორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და “ემ თი ეი”(MTA). 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები