ქართველი ბარიტონის ინიციატივა – დავით ღვინიანიძე უკრაინელებს სახლს დაუთმობს და ფინანსურად დაეხმარება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმობს და ფინანსურად დაეხმარება.უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსულ აგრესიას მომღერალი პროტესტს უცხადებს – მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვნად სწორედ რუსეთში ჩამოყალიბდა. რუსულ პოლიტიკას სასტიკად ეწინააღმდეგება და  ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
უკრაინელ იძულებით  გადაადგილებულ  5 ოჯახს  დავით ღვინიანიძე  საცხოვრებლად  ქუთაისში, მის მშობლიურ სახლს სთავაზობს, ამ ინიციატივის შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა ფილადელფიაში მდებარე “დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის” სცენა უსასყიდლოდ დაუთმოს ამერიკაში ლტოლვილ უკრაინელ ხელოვანებს, ხოლო მათი შვილები ნებისმიერ კონცერტს უფასოდ დაესწრებიან.აღსანიშნავია, რომ დავით ღვინიანიძე მზადაა თანხაც გადარიცხოს უკრაინული სახელმწიფოს დახმარების ფონდში. ამ საკითხზე მოლაპარაკება ახლახან დაიწყო, რომლის დეტალებს საზოგადოებას თავად  განუმარტავს.

დავით ღვინიანიძე საქველმოქმედო ფონდის “მსოფლიო ტალანტები“ დამფუძნებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება კონკურსი “გზა კარნეგი ჰოლისკენ“, ასევე მომღერალმა “დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემიაც“ დააარსა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები