„მაძიებელი“ – ქართულ – ებრაულ ურთიერთობებზე შექმნილი ახალი კრებულის წარდგენა

24 მარტს,წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე შექმნილი ახალი კრებულის – „მაძიებელი“ წარდგენა გაიმართება.კრებულში შესულია 8 ახალი მოთხრობა ვანო ამირბეგოვის, დავით გარსიაშვილის, თეონა დალაქიშვილის, მარიამ ენუქიძის, თეკლა ერემეიშვილის, ია ზურაბაშვილის, გვანცა სუთიაშვილის და ანა ურუშაძის ავტორობით.ინფორმაციას გამომცემლობა “ინტელექტი” ავრცელებს.
„ეს არ არის ჩვეულებრივი ანთოლოგია. შესაძლოა საერთოდ არც იყოს ანთოლოგია კლასიკური გაგებით, ვინაიდან წარმოადგენს კონკურსის შედეგად შერჩეულ ტექსტებს, რომლებსაც აქვს კონკრეტული მიზანდასახულობა, თემა, მოტივი, ამოცანა – შევიდეს ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის პროზაულ დისკურსში. მეგობრობის სულისკვეთების მხატვრული ისტორია – ასე განვსაზღვრავდი კრებულის შინაარსს, რომელიც სულაც არ არის აბსტრაქტული, პირიქით, საკმაოდ კონკრეტული, ხელშესახები მხატვრული სინამდვილეა და ახალი რაკურსით წარმოგვიდგენს ჩვენი ერების ურთიერთობის ისტორიას, რომელშიც ბევრი რამ არის სინქრონული, ემპათიური, თავისთავადი, უცვლელი, ზედროული“, – ივანე ამირხანაშვილი.
წიგნი გამოიცა საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებასთან და ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები