ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ნაწილაკების ნაკადით მკურნალობის მასტერკლასს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ონლაინ ფორმატში,  ნაწილაკების ნაკადით მკურნალობის მასტერკლასს უმასპინძლა. პროექტი CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მიერ, ადგილობრივი უნივერსიტეტების დახმარებით უკვე მრავალი წელია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  საქართველოში ის პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბირთვული ფიზიკით დაინტერესებულმა ქართველმა მოსწავლეებმა მიიღეს.

მასტერკლასს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და პროფესორებთან ერთად ქართველი პროფესორებიც უძღვებოდნენ.

“ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ამაჩქარებლებისა და სამედიცინო ფიზიკის საწყისებს, ვირტუალური ტურით იმოგზაურეს CNAO-ს ცენტრში, დაესწრნენ ALICE-ის ექსპერიმენტს, დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი და ინფრასტრუქტურა. პროექტის დასკვნით ეტაპზე ჩატარდა სიმულაციები, სადაც ქართველ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პაციენტისთვის დაეგეგმათ რადიაციული თერაპია. სამუშაო პროცესში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მოსწავლეებთან ერთად შეაჯამეს შედეგები.

მასტერკლასი განკუთვნილი იყო  უფროსკლასელთათვის, რომელთაც აინტერესებთ ან სურთ, სწავლა გააგრძელონ სამედიცინო, ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების მიმართულებით“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები