ქართველი სტუდენტი Uplift Dao-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) სტუდენტი, ნატალი საგინაშვილი საერთაშორისო კომპანიის Uplift Dao-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
UpLift Dao არის კრიპტო ინკუბატორი და აქსელერატორი, რომელიც Gamefi, Web3, Metaverse, NFT, Fintech პროექტების ბაზარზე შემოსვლას და ტოკენის გამოშვებას უწყობს ხელს. ის პერსპესქტიულ პროექტებს აკავშირებს კრიპტო ინვესტორებთან 80-მდე ქვეყნიდან, რომელთაც სურთ კრიპტოვალუტის შეძენა ადრეულ ეტაპზე. კომპანია თავისი არსებობის 4 თვის მანძილზე უკვე 5 კომპანიას დაეხმარა ფონდების მოძიებაში, რომელთა საერთო ღირებულებამაც მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.კომპანია მთლიანად დეცენტრალიზებულია და გუნდის წევრები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან მუშაობენ. თვითონ კომპანიის ორგანიზაციულ იურიდიული წყობა არიას ე.წ. DAO (Decentralized Autonomous Organization), რაც იმას ნიშნავს რომ ბიზნეს გადაწყვეტილებას იღებს არა მხოლოდ მენეჯმენტი, არამედ თითოეული პირი ვინც ფლობს პროექტის ტოკენს.
UpLift DAO-მდე ნატალი კომპანია Cryptal-ისა და ასევე საერთაშორისო კომპანია CryptX-ის მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები