სალომე ჭაჭუა და ჯორდან ქონროი ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში იცეკვებენ

ქართველმა მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მორიგ წარმატებას მიაღწია.

ნახევარ ფინალში შესრულებული ცეკვის შედეგად, სალომე ჭაჭუა თავის ირლანდიელ პარტნიორთან, მორაგბე ჯორდან ქონროისთან ერთად ფინალში გადავიდა.

წყვილმა ჟიურისგან 28 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუა სტუდია “პრაიმ დენსის” დამაარსებელი და დამდგმელი ქორეოგრაფია, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც ამჟამად ირლანდიის “ცეკვავენ ვარსკვლავებშია” მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები