„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის თასს დაეუფლნენ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 49:15 დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ ძლიერ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. პირველი ტაიმი 18:8 მოიგეს და მეორე ტაიმიც გამარჯვებით დაასრულეს.

ლელოები ტაბუცაძემ (2), გიორგაძემ (2) და ჭყოიძემ გაიტანეს.

შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.

„ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. ესპანელებმა მთელი ჩემპიონატი კარგად ჩაატარეს და მაქსიმალური მობილიზებისა და მომზადების გარეშე მისი დამარცხება წარმოუდგენელი იყო. ჩემმა ბიჭებმა მართლაც კარგად იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები