საფრანგეთში ქართველი ემიგრანტის – ნინო თედიაშვილის ნაქარგების გამოფენა გაიმართება

22 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, საფრანგეთში, ქალაქ რენიში, ქართველი ემიგრანტის – ნინო თედიაშვილის  ნაქარგების პერსონალური გამოფენა გაიმართება. ნინო 20 წელზე მეტია ემიგრაციაშია და ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ხუთი ვაჟის დედა დიასახლისია და თავისუფალ დროს ქარგვასა და ხატვას უთმობს. დროის გასაყვანად აღმოჩენილი ნიჭი საყვარელ საქმედ აქცია და დღეს მისი პატარა ,,გალერეა“ ნაქირავებ ბინაში მრავალფეროვან ნამუშევრებს ითვლის…
ნინო თედიაშვილის ულამაზესი ნაქარგები უკვე არა ერთგზის გამოიფინა საფრანგეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები