ნიკო გიორგაძე University of Virginia-ში სრული დაფინანსებით ისწავლის

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკო გიორგაძე სწავლას აშშ-ში გააგრძელებს. ნიკო University of Virginia-ში ისწავლის თეორიული კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე. მას სრულად უფინანსდება სწავლა და ასევე მიიღებს სტიპენდიასაც.
“ნიკოს ოფიციალური მოწვევა აშშ-ის კიდევ ორი უნივერსიტეტიდან მოუვიდა: College of William & Mary და Binghamton University, ასევე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით. თუმცა, სწავლის გაგრძელება University of Virginia-ში გადაწყვიტა”- აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები