“საკუთარი წიგნსაცავი სივრცეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბომბებისგან თავშესაფრად გადაიქცა”

უკრაინის ბიბლიოთეკები ომის წინა ხაზზე – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა უკრაინის ბიბლიოთეკების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს – როგორ ეხმარებიან უკრაინაში ბიბლიოთეკები ომში მყოფ საკუთარ მოსახლეობას, ინფორმაციას გვიზიარებს ირინა კუჩმა, EIFL-ის ღია წვდომის პროგრამის მენეჯერი კიევიდან.
„ყველა იმაზე ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია, უკრაინის საბიბლიოთეკო ასოციაციის ცნობით ბიბლიოთეკები უზრუნველყოფენ თავშესაფრებისა და ჰუმანიტარული ჰაბების გახსნას, მაქსიმალურად უწყობენ ხელს ინფორმაციისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობას.ბიბლიოთეკები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, საკუთარი წიგნსაცავი სივრცეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბომბებისგან თავშესაფრად გადაიქცა, გაჩნდა ახალი საბიბლიოთეკო მომსახურება – მყუდრო ადგილი გარშემო უამრავი საინტერესო წიგნით! სადაც ცხელ ჩაის და საჭიროებისამებრ სხვა სახის დახმარებასაც აღმოგიჩენენ.
უკრაინის მეტ-ნაკლებად მშვიდ ადგილებში, ბიბლიოთეკები კვლავ განაგრძობენ ინფორმაციაზე უწყვეტი წვდომის შეთავაზებას: ესენია ადგილობრივი მთავრობის ინსტრუქციები, ფსიქოლოგთა რჩევები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ყოველ მომდევნო დღეს, სამოტივაციო ციტატები ლიტერატურიდან და ინტერნეტზე წვდომა. ასევე, აგროვებენ ნივთებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავდაცვის დანაყოფებისა და საავადმყოფოებისათვის, კერავენ სამედიცინო ტანსაცმელს (ხალათებს) და ქსოვენ საკომუფლიაჟო ბადეებს.
ეროვნულმა ციფრულმა ბიბლიოთეკამ დაიწყო ომის აღბეჭდვა – ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაქტებით, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის აგრესიასა და უკრაინელების ბრძოლას; უშვებს პლაკატებს, ავრცელებს ინტერნეტ-მიმებს (ბმულებს, ტექსტებს, ნახატებს) და ხუმრობებს, რომლებიც შემოქმედებითობის მაჩვენებელია; აწვდის ინფორმაციას, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო საბიბლიოთეკო საზოგადოების მხარდაჭერას და ყურადღებას ამახვილებს ყალბ ამბებსა და ინფორმაციაზე.
ასევე შეიქმნა ბიბლიოთეკართა თვითმხარდაჭერის ქსელი, რომელიც სთავაზობს დახმარებას და პასუხობს დახმარების თხოვნებს. უკრაინელი ხალხი აქტიური ომის პირობებში არ კარგავს მომავლის იმედს და უკრაინის საქველმოქმედო ფონდ ,,ბიბლიოთეკების ქვეყანა“-სთან ერთად რომელიც ზარალის დოკუმენტაციას ახდენს დაიწყო დაზიანებული ბიბლიოთეკის შენობების აღდგენის დაგეგმვა.„
წყარო: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა – National Science Library of Georgia

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები