მერი შერვაშიძის “ტიტების კაბა” ხელოვნების სასახლეშია – ქართველი ემიგრანტების საჩუქარი

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის  დირექტორი – გიორგი კალანდია მუზეუმის ახალ შენაძენზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
საქართველო ენთუზიასტების ქვეყანაა, გულანთებული და პატრიოტი ხალხის, ასეთები კი განსაკუთრებით ბევრია ჩვენს ემიგრაციაში… ნათქვამის დასტურად ერთ თითქოს დაუჯერებელ ამბავს მოვყვები.. რამდენიმე დღის წინ ჩემს პირად გვერდზე ემიგრაციაში მცხოვრებმა ქალბატონმა მანანა ხიზანეიშვილმა მომწერა და მითხრა რომ ქართველ მეგობრებთან ერთად სურდა ჩვენი მუზეუმისათვის, აქედან გამომდინარე ქართველი ხალხისათვის საჩუქარი გაეკეთებინა და ეყიდა ისეთი ნივთი, რომელიც სამუზეუმო კოლექციაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებდა… მართალი გითხრათ გამიკვირდა, შემომწირველი ჩვენს მუზეუმს არაერთი ჰყოლია, თუმცა ემიგრაციიდან, ისიც ჩვეულებრივ მოქალაქეთა ჯგუფი უცნაური და დაუჯერებელიც კი ჩანდა… რამდენიმე დღეში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩვენს ანგარიშზე იყო, ისიც ვიცოდით რა ნივთი უნდა გვეყიდა… ულამაზესი ე.წ „ტიტების კაბა“, რომელიც გადმოცემის მიხედვით მერი შერვაშიძის კუთვნილება ყოფილა, დიახ იმ დიდებული მერისა რომელსაც გალაკტიონი ეტრფოდა და ემიგრაციაში წავიდაა… მართალი გითხრათ კაბა ისეთი გამორჩეული და ძვირფასი ხელოვნების ნიმუში იყო რომ დიდხანს არც გვიფიქრია (გადმოცემის ნამდვილობის შემოწმებას ჯერ კიდევ დრო სჭირდება), არ გვინდოდა მოდის ეს ბრწყინვალე ეგზემპლარი სხვა უცხოური კოლექციის ნაწილი გამხდარიყო… ჰოდა ერთობით კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ და ეს არაჩვეულებრივი ნიმუში უკვე ხელოვნების სასახლეშია. დღეს ნივთი პირველად შეამოწმეს რესტავრატორებმა: უმაგრესი ნაქარგობა, უნატიფესი მაქმანები, შესანიშნავი აბრეშუმი.. სულ პატარა რესტავრაცია სჭირდება და 18 მაისს უკვე ახალ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ემიგრანტებს: მანანა ხიზანეიშვილს, მაია გიგაურს, მარიკა ოყროშიძეს, ფატიმა ბოკელავაძეს, ნათელა ტუღუშს და ანზორი დიხამინჯიას… დიახ სანამ არსებობს თქვენისთანა ხალხი საქმის კეთებას აქვს აზრი, ენთუზიაზმს გამართლება და პატრიოტიზმს პრაქტიკული შედეგი! მადლობა ამ იმედისთვის და სიყვარულისთვის!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები