ქართველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა რეიტინგში
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა რეიტინგი განაახლა და წონების მიხედვით საუკეთესო 4 მოჭიდავის სია გამოაქვეყნა.
70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილზეა ზურაბ იაკობიშვილი. იგი ყაზახ ახმატალიევს და პოლონეთის სახელით მოასპარეზე გაჯიევს ჩამორჩება.
79 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეოთხეა ნიკა კენჭაძე. წონას ამერიკელი ბაროუზი ლიდერობს.
მძიმე წონაში კი, გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს შემდეგ მეორეა.