ქართული რადიოსპექტაკლები გაერთიანებული სამეფოს რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

საქართველოს რადიოს რადიოსპექტაკლებმა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და “გვჭირდება თუ არა შექსპირი?” გაერთიანებული სამეფოს რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალის შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

ფესტივალი იმართება ინგლისში, 21-25 მარტს, ქალაქ კენტში. ჟიურის თანათავმჯდომარეები იქნებიან ფლორენტ ბარატი და სებასტიენ შმიცი.

ეს ქართული რადიოს და რადიოთეატრის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები