ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ნახევარფინალში იჭიდავებს

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხმა წინასწარი ეტაპი წაუგებლად ჩაამთავრა. ნახევარფინალში გავიდნენ: რამაზ თურმანიძე (61 კგ), ბაგრატ გაგნიძე (86 კგ), დავით კოღუაშვილი (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ).ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
დღესვე ჩაება ევროკონკურენციაში ოთარ ბაგაურიც (74 კგ), მაგრამ ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა და ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადავა. ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება. თურმანიძე თურქ ორმანოღლუს დაუპირისპირდება, გაგნიძე – მოლდაველ ბალანს, კოღუაშვილი – თურქ აკთურკს, ხოლო მანაშვილი – აზერბაიჯანელ ახმადოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები