ესპანეთის სამეფოში სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართება

11 მარტს, ესპანეთის სამეფოში, „Ricardo Delgado Vizcaino”-ს ფონდისა და კორდობის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ქალაქ პოზობლანკოს „Teatro el Silo“-ში გაიმართება ქართველი ახალგაზრდა პიანისტის, პრესტიჟულ პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსის – „მარია კანალს ბარსელონას“ გამარჯვებულის, სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი, რომელიც მიეძღვნება უკრაინაში დაღუპული გების ხსოვნას.

„ეს ძალიან მცირედია, რაც შემიძლია, თუმცა ყველამ, რომ რაღაც მცირედი გავაკეთოთ, ერთ უზარმაზარ იდეას შევქმნით, იდეებს კი სამყაროს შეცვლა შეუძლიათ!

მოკლედ, კონცერტი მიეძღვნება უკრაინაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას!

დიდება უკრაინას

დიდება გმირებს“, –  განაცხადა სანდრო გეგეჭკორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები