„ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ..“

საქართველოს მოამბე“ — ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. სულ გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას

“ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორსმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავისს თამამს სვლაში შემოიბღერტავს ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცსა უფარავს საგნის მნიშვნელობასა, გულუშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის ჭკუის სხივებით გზასა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის თავის ძლიერ მხრებით ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაშია, ე. ი ცხოვრების შიგმდებარებასა.”

ილია ჭავჭავაძე /”საქართველოს მოამბე”
[1862 წ.- 1863 წ., 12 იანვარი]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები