„ყველაზე კარგად ქართველები ხვდებიან რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა, რადგან ჩვენ საერთო მტერი გვყავს ,,

“საქართველოდან ოთარმა დამირეკა და შემომთავაზა ამ სპექტაკლისათვის დამეწერა მუსიკა, ამ ამბავმა ძალიან დიდი მოტივაცია გამიჩინა, . მაშინვე გადავიკითხე პიესა და დავიწყე მუსიკალურ კომპოზიციაზე მუშაობა.”გვიყვება საქართველოში მყოფი უკრაინელი კომპოზიტორი ბოგდან სლუტი, ის ახმეტელის თეატრის ქართულ უკრაინული პროექტის მონაწილეა – სპექტაკლის „ქალები  30 + „ ტექსტის ადაპტაცია და სცენური ვერსია ოთარ ქათამაძემ განახორციელა, სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ქათამაძეა. სპექტაკლის პრემიერა ახმეტელის თეატრში 10 მარტს გაიმართება.სპექტაკლში სოფია სებისკვერაძე, სოფია ლომჯარია და ნინო ციმაკურიძე მონაწილეობენ. მხატვარი ირაკლი ბილისეიშვილია, კოსტიუმების მხატვარი ანა ქობულაშვილი, კომპოზიტორი ბოგდან სლუტი,(უკრაინა) ანიმაცია ირმა სურმანიძესა და პოლინა მაიბოროდას (უკრაინა) ეკუთვნით. ფოტო-ვიდეო არტის ავტორი კი   გიორგი ყაულაშვილია.

“ჩემი როგორც კომპოზიტორის ამოცანა იყო შემექმნა ისეთი მუსიკა რომელიც არ იქნებოდა სპექტაკლში დომინანტური, არამედ იქნებოდა ატმოსფერული, რაც გამოკვეთდა პერსონაჟების ხასიათებს,მათ პრობლემებსა და განცდებს. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება, მე დიდი ხანია ვარ ამ სფეროში, მაგრამ მუსიკის შექმნა სპექტაკლისთვის  – ეს პირველად მოხდა და ამ ყველაფერმა დიდი სიამოვნება მომანიჭა.”

“ქართული კვირა ” შექმნილი ვითარების გამო თბილისში დარჩენილ უკრაინელ კომპოზიტორს შეხვდა და გაესაუბრა.მისთვის განსაკუთრებით რთულია იმ ყველაფრის შორიდან ყურება რაც მის მშობლიურ ქვეყანაში ხდება, ოჯახის წევრები, უახლოესი ადამიანები უკრაინაში არიან, ბოგდანი ამბობს რომ ქართველი ხალხის განსაკუთრებულ  მხარდაჭერას გრძნობს, იმ ხალხის მხარდაჭერას რომელთათვისაც რუსული აგრესია სულაც არაა უცხო.

“ოცდამეერთე საუკუნეში არაფრით არ შეიძლება ომის გამართლება, ცივილიზებულ ეპოქაში ომი აღარ უნდა არსებობდეს, მე დღეს ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, იქ არიან ჩემი მშობლები, მეგობრები, ნათესავები… მე ყოველდღიურად კონტაქტზე ვარ, თვალ-ყურს ვადევნებ მედია საშუალებებს და აქედან ყველაფერს ვაკეთებ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. მე ძალიან განვიცდი რადგან უკრაინა ჩემი სახლია. სწორედ ამ ომმა ახალი თავი შექმნა უკრაინის ისტორიაში, ჩვენ ყველა ერთად მკაფიოდ ვხედავთ თუ როგორ გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა უკრაინელი ერი, დღეს როგორც არასდროს თავისუფლების წყურვილი დიდია და ამისკენ ლტოლვას წინ ვერანაირი ბოროტება ვერ დაუდგება და ვერ შეაჩერებს. საქართველოში ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმ მხარდაჭერით რაც ხალხში დავინახე, ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხვდები ხალხის მხარდაჭერას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით. მგონი ყველაზე კარგად ქართველები ხვდებიან რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა, რადგან ჩვენს ქვეყნებს საერთო მტერი ჰყავს. ,,

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები