ჰობოისტი გიორგი გვანცელაძე კონსერვატორიაში მასტერკლასებს ჩაატარებს

10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს ჰობოისტი გიორგი გვანცელაძე (გერმანია).ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. მასტერკლასები დაგეგმილია პროექტის “კონსერვატორიელები კონსერვატორიისთვის” ფარგლებში და ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.მასტერკლასები გაიმართება ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს.
გიორგი გვანცელაძე 1984 წელს თბილისში დაიბადა. 1996-2005 წლებში სწავლობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიაში და სახელმწიფო კონსერვატორიაში,  ამ პერიოდში იგი სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის მოპოვებული აქვს პირველი პრიზი ფრანსუა ლოლოს კონკურსზე და პირველი პრიზი საქართველოს მუსიკის ეროვნულ კონკურსზე. თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სასწავლებელში ფრანსუა ლოლოსთან .
გიორგი პირველი ჰობოის პარტიას ასრულებდა – ბერლინის ფილარმონიულ , მალერის კამერულ, ბავარიის რადიოს სიმფონიურ, ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ და ევროპის კამერულ ორკესტრებში. აგრეთვე თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან როგორიც არის – ნ. ჰარნონკური, ზ. მეტაა, კ, პეტრენკო, პ. იერვი, ი. კრაიცბერგი, ქ. ზახარიასი და სხვა.
2007-2010 წლებში პირველი ჰობოის პოზიციაზე იყო ფრანკფურტის ოპერის ორკესტრში, ხოლო 2010 წლიდან კი იგივე პოზიციას იკავებს მიუნხენის სახელმწიფო ოპერაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები