სოფიო სომხიშვილმა პრაღის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სოფიო სომხიშვილმა პრაღის ღია პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.პრაღის ღია პირველობა, სადაც საქართველო ქალ ძიუდოისტთა ნაკრებით იყო წარმოდგენილი, ჩვენთვის მძიმე წონაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დასრულდა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში იპონით დაამარცხა სლოვაკი ურსკა ტორკარი, მაგრამ მეოთხედფინალში სამი გაფრთხილებით წააგო ხორვატ ივანა მარანიჩთან, მაგრამ რეპეშაჟში ასპარეზობის შესაძლებლობა მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც. ქართველმა მძიმეწონოსანმა ბრინჯაოს ნახევარფინალში იპონით დაამარცხა იტალიელი ასია ტავანო, გადამწყვეტ სამედლო შეხვედრაში კი ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა გერმანელ ელიზაბეტ ფლუგბეილთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები