სამეფო უბნის თეატრი უკრაინისათვის

სამეფო უბნის თეატრი გაყიდული ბილეთებიდან შემოსულ  თანხას მთლიანად უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში გადარიცხავს. “სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლებიდან შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში! ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! დიდება უკრაინას! – სამეფო უბნის თეატრის დირექტორის ნიკო თავაძისა და ჩვენი თეატრის მთელი გუნდის სახელით.” აღნიშნულია თეატრის განცხადებაში. 
შეგახსენებთ, ასევე ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის” მიერ გაყიდული ბილეთების თანხა სრულად გადაირიცხა უკრაინის დახმარების ფონდში და სპექტაკლს “მუსიკის ჰანგები” საქართველოში მყოფი უკრაინელები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები