ლიზი ბუდაღაშვილი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაირიცხა

ახალგაზრდა ხელოვანი ლიზი ბუდაღაშვილი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს: “ამ ყველასთვის მძიმე ვითარებაში ძნელია, რამემ გაგახაროს, მაგრამ დღევანდელმა სიახლემ მოახერხა ეს და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ: კონკურსის შემდეგ ნიუ-იორკის აკადემიის საზაფხულო რეზიდენციაში მიმიღეს დაფინანსებით! ლიზი ბუდაღაშვილი წერს ლექსებს, ნოველებს, უკრავს ფორტეპიანოზე და ხატავს, მას არა ერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
შეგახსენებთ, ლიზი ბუდაღაშვილმა, 2019 წელს ამერიკაში, რინგლიგის ხელოვნების სკოლაში სრული დაფინანსება მიიღო.ამჟამად ლიზი იქ აგრძელებს სახვითი ხელოვნების მიმართულებით სწავლას რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები