საბერძნეთში საქართველოს საელჩო და ქართული დიასპორული ორგანიზაციები უკრაინელებისათვის

საბერძნეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს – საელჩო ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს ომით დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილების დახმარების აქციას.
“ძვირფასო მეგობრებო და საბერძნეთში მცხოვრებო თანამემამულენო !საელჩოს კომუნიკაცია აქვს ატიკის გუბერნატორის კაბინეტთან, რომელიც საქველმოქმედო პროგრამასთან „ყველას ერთად შეგვიძლია“, „ათენის მედიკოსთა ასოციაციასთან“ და ატიკის 12 მუნიციპალიტეტთან ერთად, მხარში უდგას ომით დაზარალებულ მოსახლეობას და აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
ვაზიარებთ ჰუმანიტარული დახმარების საგნების ჩამონათვალს, რომელიც, ატიკის გუბერნატორის განცხადებით, ყველაზე მეტად ესაჭიროება უკრაინელ ლტოლვილებს:
• მედიკამენტები
• პლედები / საბნები
• თეთრეული
• ჰიგიენის საშუალებები
• ბავშვების საკვები / ტანსაცმელი.
მისასალმებელია, რომ საელჩოს მოწოდებას უკვე შემოუერთდნენ:
• ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი (ნანა თევდორაძე);
• არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონი“ (ნატალია კაპანაძე);
• ქართულ-ბერძნული კულტურული ასოციაცია (ხატია ქარსაულიძე);
• ბერძნული საზღვაო გემების მენეჯმენტის კომპანია „Queensway Navigation Co. Ltd“(კაპიტანი ვასილიოს ტერზისი).
აქცია გრძელდება და ნებისმიერ ორგანიზაციას თუ კერძო პირს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ კეთილშობილურ საქმეში.ჰუმანიტარული დახმარება შეგიძლიათ მოიტანოთ 9 მარტიდან (09.30 – 16.00 საათებში) საქართველოს საელჩოში (მისამართი: არგონავტონ N11, ხალანდრი, საკონტაქტო ტელეფონი: 6981075616).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები