,,მთავარია, ნებისმიერ დროს დარჩე ადამიანად“- როგორ ეხმარება ქართველი სპორტსმენი კიევში მოსახლეობას

მირო ვანაძე ქართველი სპორტსმენია უკრაინაში, ის 5 წელია კიევში ცხოვრობს. MMA-ს მებრძოლია (შერეულ ორთაბრძოლაში ასპარეზობს). ომის დროს კი, როგორც მოხალისე იქ მყოფი ადამიანების დასახმარებლად იბრძვის. მირო პურს აცხობს და კიეველებს სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, უსასყიდლოდ ურიგებს.

„ომი როდესაც დაიწყო, შემეძლო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ დარჩენა ვარჩიე. სპორტულ კარიერაში თუ რამეს მივაღწიე და წარმატებული ვარ, ეს უკრაინის დამსახურებაა, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია. საქართველოში დაბრუნების დრო ახლა არ არის, ვრჩები უკრაინაში და რითაც შემიძლია ვეხმარები. არმგონია რამე განსაკუთრებულს ვაკეთებდე, უბრალოდ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დარჩე ადამიანად“ – ამბობს ინტერვიუში ქართველი სპორტსმენი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები