ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინის მხარდასაჭერად უნიმარკეტი გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3 მარტს, ხუთშაბათს, 13:00-დან 19:00 საათამდე უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება უნიმარკეტი. უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა: საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი მოცულობის შემოწირულება; შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ; დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, მოითხოვოს ჩვენგან ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი შემოწირულების საქველმოქმედო ყუთში განათავსოს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეგროვებული თანხით უკრაინელთა დასახმარებლად შეიძენს აუცილებელ მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას და უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას.ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები