ივა ფეზუაშვილის რომანი 2022 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ნომინანტია

ივა ფეზუაშვილის რომანი “ბუნკერი” 2022 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ნომინანტთა სიაშია.ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. ევროპის ლიტერატურული პრიზი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოს და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) მიერაა დაფუძნებული. პრიზი იმ მწერლებზე გაიცემა, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors).
ივა ფეზუაშვილის წიგნი ევროპის ლიტერატურულ პრიზზე მწერალთა სახლმა წარადგინა. 2019 წელს ამავე პრიზის მფლობელი ბექა ადამაშვილი გახდა, რომელიც კონკურსზე ასევე მწერალთა სახლის მიერ იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები