ჩურჩხელები სამახსოვრო წერილებით საქართველოდან – “ჩვენს უკრაინელ ძმებს, მებრძოლებს”

“უნდა ავჩუყდე და თქვენც აგაჩუყოთ ,ხომ იცით კახელებს ომში სახლიდან რას ატანდნენ, რას და ჩურჩხელებს..
გუშინწინდელ აქციაზე გავაჟღერეთ ჩურჩხელებსაც რომ აგროვებენ კახეთში და დილიდან 200 ჩურჩხელაზე მეტი მოიტანეს ცოდნის კაფე/Knowledge Cafe -ში” წერს სოციალურ ქსელში წნორის საინიციატივო ჯგუფის წევრი და “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი. კახეთში უკრაინელი მებრძოლებისათვის ჩურჩხელების შეგროვება რამდენიმე დღეა რაც მაია მამულაშვილის ინიციატივით დაიწყო. ჩურჩხელებს ქართველები სამახსოვრო წარწერებს ურთავენ თან და მებრძოლებს გამარჯვებას უსურვებენ. ზოგი ხელით უხატავს, ზოგი უწერს..
“იქ, უკრაინაში რომ გახსნიან და ამათ ნახავენ, სიხარული იქნება…პ.ს. ვინც ამ დღეებში მოიტანთ, ერთიანად მოვუყრით თავს და “კახეთის ხმას” გადავცემთ, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში კახური ჩურჩხელების წაღებას ” წერს ქეთი მოლაშვილი. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები