უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა შინ დაბრუნებამდე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასთან ერთად იცეკვებს

უკრაინიდან, ზაპოროჟიედან, საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, ოლგას თანადგომის მიზნით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შინ დაბრუნებამდე ოლგამ, დასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენებში.

„უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და ოლგას თანადგომის მიზნით გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოლგას ექნება ხელშეწყობა, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობამდე შეინარჩუნოს პროფესია, დასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენებში და საგანმანათლებლო მიმართულებით დაეუფლოს თანამედროვე ცეკვის ტექნიკას“ –  ნათქვამია გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები