მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებს თბილისში მყოფი უკრაინელი ბავშვები უსასყიდლოდ დაესწრებიან

“უკრაინელო დებო და ძმებო, ჩვენ ვამაყობთ თქვენით! დღეს უკრაინა მთელი მსოფლიოსათვის უძლეველობისა და გმირობის სიმბოლოა! თქვენ, ვინც დღეს საქართველოში ხართ  ბავშვებთან ერთად – ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მზადაა გიმასპინძლოთ ჩვენს საბავშვო სპექტაკლებზე, რათა გავუფერადოთ ბავშვებს დღეები” განცხადებას მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს და თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საბავშვო სპექტაკლებზე უსასყიდლოდ ეპატიჟება.

“თეატრის მიუზიკლები “ურჩხული და მზეთუნახავი” “ალადინი” “ფრთხილად, ადამსები” სპექტაკლი “წითელქუდა” განსაკუთრებით უყვარს ჩვენს მაყურებელს,;მოზარდ მაყურებელთა თეატრის  ინიციატივით დაიწყო ეს პროექტი და განსაკუთრებით სასიხარულოა რომ ამ ინიციატივას თბილისის სხვა თეატრებიც შემოუერთდნენ” – განაცხადა “ქართულ კვირასთან ” საუბრისას თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია პაქსაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები