“ქართული გული ჩადო პურ-ფუნთუშეულში და საქართველოს სახელით გაუგზავნა მებრძოლებს”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ნინო აფხაძის სტატუსი, რომელიც მეგობრის შესახებ წერს – ნატო ჯალაღონიას წლებია კიევში პატარა საცხობი აქვს, ქვეყნისათვის ამ უმძიმეს დღეებში ქართველი ქალბატონი პურ – ფუნთუშეულს ამზადებს და ბრძოლის ველზე ჯარისკაცებს უგზავნის..

“ეს ჩემი მეგობარი ნატო ჯალაღანია გახლავთ! წლები დონბასში ცხოვრობდა.რუსულმა ჩექმამ აიძულა კიევში გადასულიყო. თავიდან დაიწყო ცხოვრება… ახლა რაც ხდება ვიცით… ნატულის აქვს პატარა საცხობი. ამ დილით რომ მოვიკითხე საცხობში ვარო მითხრა. პროდუქტებს გამოვიყენებ და სამხედრო ბიჭებს გავუგზავნიო… ქართული გული ჩადო პურ-ფუნთუშეულში და საქართველოს სახელით გაუგზავნა მებრძოლებს. მეამაყება ეს გოგო! მიყვარხარ ჩემო ნატო! ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ! უკრაინას გაუმარჯოს”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები