საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქველმოქმედო აქციას იწყებს

‘შემოგვიერთდი, გახდი სიკეთის მონაწილე, ერთად დავუდგეთ გვერდში ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს!“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქველმოქმედო აქციას იწყებს.

„ერთად შევაგროვოთ ნებისმიერი დახმარება, იქნება ეს სურსათი, ტანსაცმელი ან უბრალოდ მიმართვის ტექსტი, სადაც საკუთარ მხარდაჭერას დააფიქსირებთ…

ძნელია, უფრო რეალური დახმარების გაწევა მათთვის, თუმცა ადვილია, ადამიანური სითბოს გამომჟღავნება ისე და იმ დოზით, როგორც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია…

მსურველები შემოგვიერთდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში.

საკონტაქტო პირები:

თამარ გაგნიძე – 595 909 686

თამარ ნოსელიძე – 599 111 686

მშვიდობა უკრაინას!

Мир в Україні!“, –  ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები