ქუთაისში სოსო ბლიაძის ფილმის “ოთარის სიკვდილი” პრემიერა გაიმართება

26 თებერვალს, 7 საათზე, ქუთაისში, კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართება სოსო ბლიაძის ფილმის – „ოთარის სიკვდილი“ – პრემიერა.ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.

ეს არის ამბავი ახალგაზრდა დედა-შვილზე, რომელიც მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის გამო დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება.სოსო ბლიაძე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია. მისი სადიპლომო ფილმი „ყველაზე ძვირფასი“ არაერთი საერთოშიროსი ფესტივალის მონაწილეა, ხოლო მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი ნაბიჯი“ ნაჩვენები იყო როტერდამსა და ობერჰაუზენში. ფილმის ჩვენებას ქუთაისში დაესწრებიან ფილმის რეჟისორი და მსახიობები: ნუცა კუხიანიძე, ეკა ჩავლეიშვილი და თამარ მუმლაძე. სეანსის შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება შემოქმედებით ჯგუფს შეკითხვები დაუსვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები