უნიკალური შესაძლებლობა ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისათვის -ინტერაქტიური წიგნი “დედა ენა”

პირველი ინტერაქტიური წიგნი „იაკობ გოგებაშვილის – დედა ენა“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი კონკურსის გამარჯვებული პროექტია. „საერთაშორისო კულტურის სივრცის” ინიციატივით უპრეცედენტო პროექტი შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ვირტუალურ სამყაროში გვევლინება. აპლიკაცია, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ემიგრაციაში მცხოვრებ მოზარდებს – დაეუფლონ ქართულ ენას, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. მეტად მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ “კომპანია საერთაშორისო კულტურის სივრცის” დამფუძნებელი მარიამ ლომთათიძე. ინფორმაციას ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი უკვე დასრულებულია, გავლილი აქვს Googles-ის Play Story-ის და Apples-ის App Story-ის ვერიფიკაცია. სულ მალე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლები აპლიკაციის გადმოწერასა და მისი დახმარებით ქართული ენის შესწავლას შეძლებენ. (წიგნს აქვს 4 ფუნქცია: 1. ხმოვანი 2. ნახატები 3. რვეულის ფუნქცია გამოწერით 4. მასწავლებელი.) მერიის მხარდაჭერით, პროექტის პრეზენტაცია  დედა ენის დღეს, 14 აპრილს, დედა ენის პარკში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები