“მარო მაყაშვილის დღიური” – პრემიერა ცხინვალის თეატრში

25 თებერვალს, 19 საათზე , ცხინვალის ივანე  მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა “მარო მაყაშვილის დღიური” რეჟისორი – გოჩა კაპანაძე  “… არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი, თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი! …” კოტე მაყაშვილი – მაროს. მარო მაყაშვილის დღიურების სცენური ადაპტაცია სპექტაკლის რეჟისორს, ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის. მხატვრობა ლომგულ მურუსიძეს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თამარ გოგიძე, თინათინ კობალაძე, მაკა გელაძე, დალი დოიჯაშვილი, მადონა ტეხური, ანა ხურციძე. სპექტაკლის პრემიერა გაიმართება ონლაინ, დისტანციურად და პირდაპირ ეთერში გადაიცემა თეატრის Facebook გვერდზე ლაივ სტრიმის საშუალებით: https://www.facebook.com/tskhinvalis.teatri https://www.facebook.com/machabelitheatre
“საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო.“ (მარო მაყაშვილის ბოლო წერილი მამას ფრონტიდან.)
მარო მაყაშვილი 19 წლის ასაკში, 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა..1921 წლის 25 თებერვალს თბილისი რუსულმა მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები